დიდ ჯამში მოვათავსოთ ფქვილი, საფუარი, თაფლი და დავუმატოთ ნელ ნელა წყალი სანამ სქელ მასას არ მივიღებთ. ბოლოს ვამატებთ მარილს.თავდახურული გავაჩეროთ სითბოში სანამ არ გაფუვდება.პატარა ღრმა ქვაბში ჩავასხათ ბლომად ზეთი.ცომს მოვაჭრათ პატარა ბურთები და რამდენიმე მათგანი ჩავაგდოთ კარგად გახურებულ ზეთში.ვწვავთ რამოდენიმე წუთით სანამ ოქრისფერი გახდება.ამოვიღოთ ქაღალდზე რომ ზედმეტი ზეთისგან განთავისუფლდეს.დავაწყოთ თეფშზე დავასხათ თაფლი და მოვაყაროთ დარიჩინი.დამატებით ძალიან უხდება მოხალული სეზამის მარცვლები და მოხალული ნიგოზი.