შაქარლამა
შაქარლამა
დრო 90წთ
ულუფა 60
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ამ რეცეპტით შეგვიძლია გამოვაცხოთ უნაზესი და უგემრიელესი შაქარლამა, რომელიც განსაკუთრებით იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ნუგბარით შეგვიძლია მემარხულეებსაც გავუმასპინძლდეთ თუ სამარხვო ერბოს გამოვიყენებთ.
 

ინგრედიენტები

  • ერბო - 2 ჭ
  • შაქრის პუდრა - 2 ჭ
  • ვანილი - დანის წვერით
  • ფქვილი - რამდენსაც შეიზელს
  • მარილი - დანის წვერით
  • შაქრის პუდრა - დამატებით
მომზადების წესები

ერბო მოვათავსოთ თასში და დაბალ ტემპერატურაზე გავადნოთ.

დავუმატოთ შაქრის პუდრა, მარილი, ვანილი და კარგად ავურიოთ.

შაქრისა და ერბოს მასას იმდენი ფქვილი დავაყაროთ, რომ ფხვიერი ცომი მივიღოთ. უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად ბევრი ფქვილი შევაზილოთ, რომ ნამცხვარი ფხვიერი და ნაზი გამოვიდეს.

ცომი დაახლოებით 1 სმ სისქეზე გავაბრტყელოთ და სასურველ ფორმაზე გამოვჭრათ. შეგვიძლია გავაკეთოთ პატარა ბურთულები და ხელით მივცეთ სასურველი ფორმა. ნამცხვრები თუნუქის ფურცელზე მოვათავსოთ და 150 გრადუს ტემპერატურაზე 50-60 წუთი ვაცხოთ. იგი უნდა იყოს კარგად გამომშრალი და ჰქონდეს ღია ფერი. ახალგამომცხვარ ცხელ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.



 

ტეგები:
ერბო შაქრის პუდრი ნანახია: 154722