უგემრიელესი კრემი შესქელებული რძითა და კვერცხით
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დარბილებული კარაქი - 200 გ
  • შესქელებული რძე - 100 გ
  • კვერცხის გული - 2
  • ვანილიანი შაქარი - 1 პაკეტი
  • კონიაკი (რომი, ლიქიორი, ბეილისი...) - 30-50 მლ
მომზადების წესები
დარბილებული  კარაქი კარგად ათქვიფეთ, სანამ ფუმფულა მასა არ გახდება. ნელ-ნელა შეათქვიფეთ შესქელებული რძე. 
ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გულები და ვანილიანი შაქარი გათეთრებამდე. როცა ღია ფერის ფუმფულა მასად იქცევა, ნელ-ნელა შეათქვიფეთ კრემს. ბოლოს დაამატეთ ლიქიორი ან კონიაკი.

ტეგები:
კრემი შესქელებული რძე ნანახია: 73513