ძველებური ფრანგული ბრიოში
ძველებური ფრანგული ბრიოში
დრო 0წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 600 გ
  • კარაქი - 300 გ
  • საფუარი - 1 ს.კ
  • მარილი - 1/2 ჩ.კ
  • შაქარი - 60 გ
  • რძე - 200 გ
  • კვერცხი - 6
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გახსენით თბილ რძეში საფუარი.  გაადნეთ კარაქი. ფქვილს შეურიეთ მარილი და შაქარი. შემდეგ დაამატეთ რძე, კვერცხი და კარაქი.  მოზილეთ ცომი და დადგით გასაფუებლად. აფუების შემდეგ ხელახლა გადაზილეთ - ეს აუცილებელია ფუმფულა ბრიოშის მისაღებად. ხელახლა რომ ამოფუვდება, გადაიტანეთ ფორმაში. შეგიძლიათ მისცეთ სხვადასხვა ფორმა. აცალეთ 15-20 წუთი, შემდეგ გადაუსვით  ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ.
ტეგები:
ფუნთუშა ბრიოში ნანახია: 6059