ტრადიციული ფენოვანი ცომი
ტრადიციული ფენოვანი ცომი
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 2
  • ცივი წყალი - 500 გ
  • არაყი - 2 ს.კ
  • ძმარი - 2 ს.კ
  • ფქვილი
  • კარაქი ან მარგარინი - 500-600 გ
მომზადების წესები

კვერცხი ათქვიფეთ ხელის ოდნავ . შემდეგ დაასხით წყალი, ძმარი და არაყი, კვლავ ათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ იმდენი ფქვილი, რომ რბილი ცომი მიიღოთ, მაგრამ არა ძალიან მწებავი და ხელით კარგად მოზილეთ. გააბრტყელეთ ცომი 5 მმ სისქეზე და დაახეხეთ ცივი კარაქი. გადაკეცეთ კონვერტისებურად და გააბრტყელეთ. შეახვიეთ ცელოფანში და გააცივეთ მაცივარში 30 წუთი. შემდეგ კვლავ გააბრტყელეთ და კვლავ გადაკეცეთ კონვერტივით. კვლავ შეაბრუნეთ მაცივარში. იგივე გაიმეორეთ მესამეჯერაც. ამის შემდეგ ცომი მზადაა გამოსაცხობად. რაც არ გჭირდებათ, შეგიძლიათ გაყინოთ.
 

ტეგები:
ფენოვანი ცომი ნანახია: 94750