სალათა შებოლილი ქათმით
სალათა შებოლილი ქათმით
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაიონეზი - 100-150 გ
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ხახვი - 3
  • ზეთი - 3 ს.კ
  • წითელი კომბოსტო - 100 გ
  • ტკბილი წიწაკა - 3
  • სტაფილო - 2 ცალი
  • შებოლილი ქათმის ხორცი - 200 გ
  • ყველი პარმეზანი - 2-3 ს.კ, გახეხილი
  • კენკრა - მოსართავად
  • მარილი
მომზადების წესები

გახეხილი სტაფილო ზეთში მსუბუქად მოვშუშოთ, დავუმატოთ მარილი.

თეფშზე დავალაგოთ თხელ, მოგრძო ზოლებად დაჭრილი წიწაკა, მსხვილად დაჭრილი ხახვი,  კუბებად დაჭრილი შებოლილი ქათმის ხორცი და მოვასხათ ცოტა მაიონეზი, ზედ მოვათავსოთ მოშუშული ბოსტნეული და კვლავ მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ ცოტა დაჭრილი ოხრახუში, შემდეგ ფენად დავაყაროთ თხლად დაკეპილი კომბოსტო, შემდეგ მაიონეზი, ოხრახუში და ბოლოს გახეხილი პარმეზანი.

სალათა მოვრთოთ წითელი კენკრით და ისე მივიტანოთ სუფრაზე