ნიგვზიანი ქადები
ნიგვზიანი ქადები
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი - 150 გ
  • ფქვილი - 240 გ
  • თბილი წყალი - 70 მლ
  • სოდა ძმრით - 1/2 ჩ.კ
გულსართი
  • ნიგოზი - 200 გ
  • ქიშმიში - 100 გ
  • შაქარი - 100 გ
  • ვანილი
  • დარიჩინი - 1 ჩ.კ
მომზადების წესები

დარბილებულ კარაქს დაამატეთ ფქვილი, ასრისეთ ან დააბლენდერეთ. მიიღებთ ფხვიერ, მშრალ მასას.

ცოტაოდენ თბილ წყალში ჩაამატეთ მარილი, ძმარში გახსნილი სოდა, დაასხით ფქვილიან მასას და მოზილეთ ელასტიური ცომი, რომელიც ხელზე არ უნდა აგეკროთ. თუ საჭიროა დაამატეთ წყალი. მიიღებთ ნაზ და ელასტიურ ცომს. მოათავსეთ კულინარიულ ცელოფანში და შედეთ მაცივარში 1 საათით.

დააბლენდერეთ ნიგოზი ან გაატარეთ ხორცსაკეპში. დაამატეთ შაქარი, ვანილი, დარიჩინი, ქიშმიში და კარგად აურიეთ.

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
ცომი გააბრტყელეთ თხლად. ოთხკუთხა ფორმით. მთელ ზედაპირზე მოათავსეთ ნიგვზიანი მასა. გვერდებზე დატოვეთ 2 სმ ცომი, შიგთავსის გარეშე.გადაახვიეთ რულეტივით. მოათავსეთ საცხობ დაფაზე. ზემოდან წაუსვით გამდნარი მარგარინი(კარაქი). დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და გამოაცხეთ

ტეგები:
ქიშმიში ნიგოზი ქადა ნანახია: 107024