გასპაჩო - უგემრიელესი ესპანური წვნიანი
გასპაჩო - უგემრიელესი ესპანური წვნიანი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კიტრი - 1 ცალი
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 2 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიახურის ღერო - 1 ცალი
  • ოხრახუში, კამა, ქინძი - 2-2- ღერო
  • ნიორი - 2 კბილი
  • პურის ნაჭერი - 3
  • პამიდორი - 4
  • პომიდვრის წვენი - 1 ჭიქა
  • ზეითუნის ზეთი - 80 მლ
  • ძმარი - 1 ს.კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
პურის ნაჭრებს დააჭერით ქერქი, დატეხეთ და მოათავსეთ ჯამში. დაასხით ზეითუნის ზეთი და დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი. მოურიეთ;
პამიდორს გააცალეთ კანი და ხახვიც გაარჩიეთ.

დაჭერით ყველა ბოსტნეული დიდ ნაჭრებად (ყვითელი ბულგარულის გარდა - ეს მხოლოდ დეკორისთვის გამოიყენეთ),
(ცოტ-ცოტა ყველა ბოსტნეული გადაინახეთ, წვრილად დაჭერით და შემდეგ მოაყარეთ კერძს).
აურიეთ პურისა და ბოსტნეულის მასა ერთმანეთში და დააბლენდერეთ. უკეთესად დასაბლენდერებლად შეიძლება დაუმატოთ ცოტა პომიდვრის წვენი.
დაბლენდერებულ მასას დაამატეთ ზეთი, მარილი და წიწაკა, მოურიეთ და შედგით მაცივარში.
სუფრაზე მიიტანეთ ცივი.

სულ ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ბოსტნეული, საერთო ჭურჭელშივე ან პერსონალურ პორციებში.
ტეგები:
ბოსტნეული პომიდორი ნანახია: 9378