რომესკო - ესპანური "აჯიკა"
რომესკო - ესპანური "აჯიკა"
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

რომესკოს სოუსი დაახლოებით იგივეა რაც ჩვენებური აჯიკა. თუ ქართულ აჯიკაში ახალი და მწარე წიწაკა გამოიყენება, აქ დამარინადებულ წითელ წიწაკას იყენებენ. ძალიან გემრიელია თევზთან, შემწვარ ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად. მოსამზადებლად კი უმარტივესია.

ინგრედიენტები

  • დამარინადებული, კანგაცლილი ტკბილი წიწაკა, წითელი - 4-5 ცალი
  • ნიგოზი - 1 ჭიქა
  • ნიორი - 2 კბილი
  • ზეითუნის ზეთი - 5-6 ს,კ
  • ძმარი - 3 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული
მომზადების წესები

დაჭრილი ნიორი და ნიგოზი (ან ნუში) მოათავსეთ კომბაინში და კარგად დააქუცმაცეთ.

დაუმატეთ გაწურული ბულგარული, ძმარი, პაპრიკა და განაგრძეთ თქვეფა. თქვეფის პროცესში ჩაუმატეთ ზეთი, ბოლოს მარილი და პილპილი და რომესკოს სოუსიც მზადაა. უხდება ხორცეულს როგორც საწებლად, ასევე დასამარინადებლად.

ტეგები:
წიწაკა ნიგოზი საწებელი აჯიკა ნანახია: 28720