უნაზესი ფუნთუშები
უნაზესი ფუნთუშები
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 2
  • რძე - 500 გ
  • კარაქი - 125 გ
  • შაქარი - 3 ს.კ
  • მწიკვი მარილი
  • საფუარი - 1 ჩ.კ
  • წყალი - 1/2 ჭიქა
  • ფქვილი
მომზადების წესები
თბილი რძე და წყალი შეურიეთ, დაამატეთ შაქარი, საფუარი, და 15 წთ ადროვეთ.  შემდეგ დაამატეთ კვერცხი, დარბილებული კარაქი, მწიკვი მარილი და ჩანგლით ათქვიფეთ. შეურიეთ იმდენი ფქვილი, რომ მიიღოთ რბილი, მაგრამ არა წებოვანი, ელასტიური ცომი. დატოვეთ თბილ ადგილას 1-1.5 სთ.
აფუებული ცომი გააბრტყელეთ1 სმ სისქეზე, გამოჭერით წრეები და დატოვეთ კიდევ 15 წუთი, რომ ხელახლა ამოფუვდნენ. ამასობაში ღრმა ქვაბში გააცხელეთ ზეთი საშუალო ტემპერატურაზე. ჩაალაგეთ 2-3 ფუნთუშა მდუღარე ზეთში და სეწვით ორივე მხრიდან. გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე. მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა, შეგიძლიათ გულში შპრიცით შეუყვანოთ კრემი, ჯემი, ან მოასხათ შოკოლადი.

ტეგები:
ფუნთუშა ნანახია: 37417