შოკოლადიანი თაფლაკვერები ("პრიანიკი") ან სხვა შოკოლადიანი ნამცხვარი გაჭერით შუაზე ან სამ ფენად, თუ შესაძლებელია. მოამზადეთ კრემი: არაჟანს დაამატეთ კაკაო, შაქარი და კარგად ათქვიფეთ. არაჟნის ნაცვლად შეგიძლიათ ნაღებიც გამოიყენოთ.დაალაგეთ თეფშზე 1 ფენად თაფლაკვერები, ზემოდან წაუსვით კრემი და დაალაგეთ დაჭრილი ბანანი. გაიმეორეთ იგივე პროცედურა სანამ არ დამთავრდება ინგრედიენტები. თან მუდმივად აკონტროლეთ ტორტის ფორმა. ბოლო ფენას ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.შეინახეთ მაცივარში 24 საათი, რათა კარგად გაიჟღინთოს.