კვერცხითა და შაქრით გააკეთეთ გოგლი-მოგლი. დაამატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი სოდა-ძმრით / შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი, კაკაო, 1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი. ეს არის ერთი თუნუქის ფურცლის საკმარი ულუფა. გამოაცხეთ 180 გრადუსზე. შემდეგ ბისკვიტი გაჭერით ორად. კრემი: ათქვიფეთ კარაქი და შეათქვიფეთ შესქელებული რძე. ერთ ფენას გადაუსვით კრემის 1/3; მოაყარეთ ასევე ნაჭრილი ნიგოზის 1/3. დააფარეთ მეორე ფენა და მთლიან ნამცხვარს (გვერდებიანად) გადაუსვით კრემი; მოაყარეთ დარჩენილი ნიგოზი და კაკაოს ფხვნილი; თუ ფირფიტებს კიდეებს ჩამოაჭრით, ისიც დაფხვენით ძალიან წვრილად და მოაყარეთ ნამცხვარს.