როგორ მოვამზადოთ ყველი საკუთარი ხელით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე
  • კვეთი
მომზადების წესები

კვეთის დოზები დამოკიდებულია თავად კვეთის სიძლიერეზე . ნაყიდ კვეთს აწერია რამდენი წვეთი უნდა იხმაროთ 1 ლიტრზე .
რძე მოათავსეთ ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე და შეათბეთ. თან მოურიეთ რომ ტემპერატურა თანაბრად გადანაწილდეს ყველა მხარეს. თერმომეტრი თუ გაქვთ 37-38 გრადუსამდე უნდა გათბეს. თუ არა და მაშინ ხელით გასინჯეთ, უნდა ოდნავ "'იკბინებოდეს". კვეთი გახსენით ოთახის ტემერატურის ცოტა წყალში და დაუმატეთ რძეს. კარგად მოურიეთ დაახლოებით ერთი წუთი. შემდეგ დააფარეთ თავზე. აცალეთ რომ კოაგულირდეს. კოაგულაციის დრო დამოკიდებულია კვეთის სიძლიერეზე.

როდესაც მასა მაწონივით სტრუქტურას მიღებს, ისევ დადგით დაბალ ცეცხლზე. ხელით ან ხის კოვზით დაშალეთ. ნაზად ურიეთ გამუდმებით სანამ გაუძლებთ ტემპერატურის სიმხურვალეს. თერმომეტრით გაზომივის შემთხვევაში 45 გადუსამდე უნდა მივიდეს. შემდეგ დანაწევრებული მასა მოაგროვეთ ბურთივით და გადაიტიანეთ ნასვრეტებიან თასზე, ან საწურზე, რომ ზედმეტი შრატი გაუვიდეს. ამოაბრუნეთ ყველი საწურზე. შემდეგ მოაყარეთ მარილი ორივე მხრიდან. ან წათხში ჩადეთ. ასევე შესაძლებელია მარილი დამატება რძეშივე სანამ კვეთს ჩაასხამთ. ჯერ დაუმატეთ მარილი. მოურიეთ კარგად. აცალეთ 1-2 წთ და შემდეგ დაუმატეთ კვეთი.

ტეგები:
ყველი ნანახია: 19025