ფქვილი, შაქარი, ვანილი, მარილი და გამაფხვიერებელი შევურიოთ ერთმანეთში კარგად. შემდეგ მიქსერის დახმარებით ნელ-ნელა ვუმატებთ კვერცხებს, გამდნარ კარაქს, იოგურტს და 2-3 წთ ვთქვეფთ. ჩავასხათ მაფინების ჭიქებში და გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 20 წთ.