ორთქლის აბაზანაზზე გააცხელეთ რძე. ჩაყარეთ ნატეხებად დატეხილი შოკოლადი და ურიეთ წრიულად ერთი მიმართულებით;შოკოლადი რომ არ დაიწვას, ამიტომ პერიოდულად გადმოდგით ორთქლიდან და ისე ურიეთ, თუ გაცივდება და ჯერ გამდნარი არ იქნება - ისევ დააბრუნებთ ორთქლზე. (თუ მასა აიჭრა, ან შოკოლადი მჭადის ცომივით იკვრება-დახორკლილია, ე.ი. უკვე დამწვარია. ამის გამოსწორება ცოტა მეტი თბილი რძის ან ნაღების დამატებით შეიძლება);გამდნარ შოკოლადს შეურიეთ ზეთი. სჯობს პორციობით, რომ სასურველი სისქე მიიღოთ. შეიძლება ზეთი ცოტა მეტი დასჭირდებს ან ცოტა ნაკლები;შეგრილებული გადაუსვით ბისკვიტს, ან ამოავლეთ ტრიუფელი.შოკოლადი რაც დაბალი პროცენტიანია, მით უფრო საჭირო იქნება შეიცვალოს რძის და ზეთის პროპორცია.