სამკურნალო სიროპი ბაბუაწვერას ყვავილებით
სამკურნალო სიროპი ბაბუაწვერას ყვავილებით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ბაბუაწვერას სიროპს ანთებისა და ვირუსების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ფართოდ გამოიყენება ყელის ტკივილისა და ხველების სამკურნალოდ. უნდა მიიღოთ დღეში 2-3 ჩაის კოვზი.

ინგრედიენტები

  • წყალი - 1 ლ
  • 2 ლიმონის წვენი
  • ბაბუაწვერას ყვავილები, ღეროს გარეშე - 600-650 ცალი
  • შაქარი - 1 კგ
მომზადების წესები
ყვავილები მოაგროვეთ მზიან ცხელ ამინდში, შუადღემდე 1-2 საათით ადრე. ასეთ დროს მათ მეტი არომატი და სურნელი აქვთ.

ყვავილები გაშალეთ გაზეთზე და დატოვეთ 1 ღამით. მეორე დღეს კარგად გარეცხეთ ცივი წყლით და დაასხით 1 ლ წყალი. ადუღეთ 20-25 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ 1 ღამე თავდახურული. მეორე დღეს გადაწურეთ მიღებული სიროპი, დაამატეთ შაქარი და ლიმონის წვენი, ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე  დაახლოებით 1.5-2 საათი. ცხელივე ჩაასხით ქილებში, დაახურეთ და გააცივეთ.
ტეგები:
სამკურნალო ნანახია: 6096