საოცრად გემრიელი ქოქოსის კრემი ტორტებისთვის
საოცრად გემრიელი ქოქოსის კრემი ტორტებისთვის
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქოქოსის ფანტელი - 100 გ
  • წყალი - 300 გ
  • შაქარი - 100 გ
  • სახამებელი - 40 გ
  • კარაქი - 100 გ
მომზადების წესები
ქოქოსის ფანტელი უნდა იყოს ახალი და არომატული (თავისთავად თუ ქოქოსის რძე გაქვთ, პირდაპირ ის გამოიყენეთ 200 გრ რძე და 100გრ წყალი)

ქოქოსი ჩაყარეთ პატარა ქვაბში, დაასხით წყალი და დატოვეთ მთელი ღამით, თუ დრო არ გაქვთ, პირდაპირ შედგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 20-30 წუთი.

როცა წყალი უკვე რძისფერი გახდება და არომატსაც აიღებს, შეგიძლიათ გადაიტანოთ საცერზე ან მარლაში და კარგად გაწუროთ.

გაწურულ და გაგრილებულ ქოქოსის რძეს შეურიეთ შაქარი, სახამებელი, მწიკვი მარილი და კარგად გახსენით, შემდეგ შედგით ცეცხლზე და მოადუღეთ ისე, როგორც კრემს ხარშავთ, ჩვეულებრივ.

მოხარშულ კრემი გადაიტანეთ რაიმე გაშლილ ჭურჭელში, მჭიდროდ დააფარეთ კულინარიული ცელოფანი (ისე, რომ ედებოდეს კრემს) და გააცივეთ.

ათქვიფეთ დარბილებული კარაქი 20-30 გრამ შაქრის პუდრთან ერთად და შეურიეთ ოთახის ტეპმერატურის ქოქოსის კრემი.

თუ სიტკბო აკლია - დაამატეთ პუდრი გემოვნებით.

შეინახეთ მაცივარში ბისკვიტის მორთვამდე.
ტეგები:
კრემი ქოქოსი ნანახია: 20496