ბისკვიტის ტორტი მარტივად
ბისკვიტის ტორტი მარტივად
დრო 0წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 5
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • დარბილებული კარაქი - 200 გ
  • შესქელებული რძე - 1 ქილა
  • კაკაო - 1 ს.კ
  • სასურველი ხილი
მომზადების წესები
გააკეთეთ ბისკვიტი: კვერცხის ცილა შაქართან ერთად ცალკე ათქვიფეთ, სანამ მკვრივ პრიალა ბეზეს არ მიიღებთ. შემდეგ შეურიეთ გულები, შეათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე. ბოლოს შეურიეთ ფქვილი მიქსერის გარეშე.
22 სმ ფორმას ჩააფინეთ ძირში ქაღალდი და გადაიტანეთ ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი
კრემი: დარბილებული კარაქი ათქვიფეთ გათეთრებამდე. შეურიეთ შესქელებული რძე და კაკაო.

გაცივებული ბისკვიტი გაჭერით სამად და წაუსვით კრემი. შეგიძლიათ დანამოთ ხილის წვენით. ზემოდან დაალაგეთ ხილი, შეგიძლიათ შოკოლადიც მოასხათ.