"ნიკორას" მზამზარეული რეცეპტი - სოსისის მობრაწულა
"ნიკორას" მზამზარეული რეცეპტი - სოსისის მობრაწულა
დრო 90წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ჟურნალი "გემრიელი" და "ნიკორა" აგრძელებს რუბრიკას - მზამზარეული რჩევები და რეცეპტები, რომელშიც ვცდილობთ სასარგებლო და პრაქტიკული რჩევები გავუზიაროთ მკითხველს.
ამჯერად გთავაზობთ რეცეპტს რომლის მომზადებითაც დასვენების დღეებში მთელ ოჯახს სიამოვნებას მიანიჭებთ. ორიგინალური საუზმე  სოსისით, კარტოფილით და კვერცხით.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 1 კგ
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • რძიანი სოსისი - 350 გ
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1 ცალი
  • კვერცხი - 8-10 ცალი
  • რძე - 1/3 ჭიქა
  • ხაჭო - 450 გ
  • მაგარი სახეობის ყველი - 100 გ
  • მწვანე ხახვი - 5-6 ცალი
მომზადების წესები
საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი.
კარტოფილი გახეხეთ, გაწურეთ და მოათავსეთ თასში. მოასხით ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი და აურიეთ.
მიღებული მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, ხელით გაანაწილეთ ისე, რომ ცოტა დაიტკეპნოს და შედგით წინასწარ 200° გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით, სანამ კარტოფილი გაოქროსფრდება.
თასში ათქვიფეთ 8-10 ცალი კვერცხი, დაუმატეთ რძე, ხაჭო, გახეხილი ყველი და კარგად აურიეთ.
ცხიმიან ტაფაზე მოათავსეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი სოსისი და აცადეთ სანამ ცოტა მოიბრაწება. დაუმატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა, მწვანე ხახვი და კვლავ გააჩერეთ ცეცხლზე, დაახლოებით 2 წთ.
მზა (შეგრილებული) სოსისის მასას შეურიეთ კვერცხის მასა, კარგად აურიეთ, მოასხით გამომცხვარი კარტოფილის ფენას და შედგით წინასწარ 180°-ზე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით, სანამ კვერცხიანი ზედაპირი კარგად გამოცხვება.
რეკომენდაციისთვის: აღნიშნულ კერძში ერთი ულუფის კალორიულობა არის 240 კკალ.

ტეგები:
კარტოფილი სოსისი ნანახია: 7897