ქათამი ბრინჯის გარნირით
ქათამი ბრინჯის გარნირით
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ტკბილი წიწაკა - 2 ცალი
  • ბრინჯი - 300 გ
  • ქათამი - საშუალო ზომის
  • ბროკოლი - 1 პატარა თავი
  • მარილი
  • პილპილი
მომზადების წესები
ქათამი გავასუფთავოთ, შიგნიდან და გარედან წავუსვათ მარილი და სურვილისამებრ, რაიმე სანელებელი და შევწვათ.

სანამ ქათამი იბრაწება, გავრეცხოთ ბრინჯი, შემდეგ გადავიტანოთ საწურზე და დავწრიტოთ.

ზეთში ან ქათმის შენამწვავ ცხიმში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, 2-3 წუთის შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა (უმჯობესია, თუ სხვადასხვა ფერის წიწაკას გამოვიყენებთ) და ყვავილედებად დაჭრილი ბროკოლი.

მოშუშულ ბოსტნეულს დავაყაროთ დაწრეტილი ბრინჯი და დაახლოებით 3-5 წუთი ერთად ვშუშოთ.

დავასხათ მდუღარე წყალი. წყლის რაოდენობა დამოკიდებულია ბრინჯის რაოდენობაზე. მაგალითად, თუ 1 ჭიქა ბრინჯს ავიღებთ, წყალი 2-2,5 ჭიქა უნდა დავასხათ. მოვაყაროთ მარილი, დავახუროთ თავსახური და დავუწიოთ ცეცხლს.

როდესაც სითხე მთლიანად ამოშრება და ბრინჯიც დარბილდება, მოვაყაროთ პილპილი. ქათამი მოვათავსოთ განიერ თეფშზე ან ლანგარზე, გარშემო მოვაყაროთ ბრინჯის გარნირი და მივიტანოთ სუფრაზე.