ვაშლის ნამცხარი ბეზეთი და ლიმონით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4
  • შაქარი - 1,5 ჭიქა
  • ვაშლი - 600 გ
  • ფქვილი - 1.5 ჭიქა
  • კარაქი - 200 გ
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • 1 ლიმონის ცედრა
მომზადების წესები

4 კვერცხის გულს დავამატოთ შაქრის ნახევარი. ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა, ვანილი, ფქვილი და დავასხათ საშუალო ზომის ცხიმწასმულ ფორმაზე და გამოვაცხოთ 200 გადუსზე.
ცილას დავუმატოთ დარჩენილი შაქარი და ლიმონის ცედრა. გავაკეთოთ მკვრივი ბეზე.

ცალკე მოვამზადოთ ვაშლის პიურე.  გათლილ და დაჭრილ ვაშლს დავაყაროთ ცოტა შაქარი და ვშუშოთ ცეცხლზე.
გამომცხვარ ბისკვიტს წავუსვათ შეგრილებული ვაშლის პიურე, შემდეგ გავანაწილოთ ბეზე და შევაბრუნოთ ღუმელში 180-200 გრადუსზე. როგორც კი ბეზე იცვლის ფერს ნამცხვარი მზადაა. ზემოდან შეგვიძლია მოვასხათ შოკოლადის მინანქარი.

ტეგები:
ლიმონი ვაშლი ბეზე ნანახია: 36971