ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად, სოკოც იჭრება საშუალო ზომაზე და იშუშება ორივე ცოტა ზეთში , საშუალო ცეცხლზე.კარაქში მოვხალოთ ფქვილი. შემედეგ ნელ-ნელა დავასხათ ნაღები, შევანელოთ მუსკატის კაკლით (ფრთხილად მძაფრია!) პილპილით და მარილით. მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვდგათ.მოვათავსოთ პატარა პორციულ ჭურჭელში პორციულად სოკო (თუ მთლიან ჭურჭელში ამზადებთ მაშინ მთლიანად მოათავსეთ სოკოს მასა).ყველი დავხეხოთ, გავყოთ შუაზე და ნახევარი სოკოს შევურიოთ, დავასხათ ნაღების სოუსი(ბეშამელი), მოვაყაროთ ზემოდან დანარჩენი ყველი და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე ზედაპირის ლამაზ ფერის მიღებამდე (15-20 წუთით).