1 ჭიქა რძეში ათქვიფეთ კაკაო, დაამატეთ მარილი, წამოადუღეთ და დაასხით შოკოლადს. დარჩენილ რძეში გახსენით შაქარი, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაასხით ათქვეფილ კვერცხის გულებს. დადგით ეს ნარევი ცეცხლზე და ხარშეთ შესქელებამდე. მიღებული კრემი შეათქვიფეთ შოკოლადის მასას. გადაიტანეთ კონტეინერში და გაყინეთ.