ცომი მზადდება ზუსტად ისე, როგორც მოხარშული ცომი ეკლერებისთვის. იხილეთ მომზადების წესი. მზა ცომი გადაიტანეთ საშუალო ზომის (დაახლ. 25*40სმ) ფორმაში ერთ ფენად და გამოადხვეთ 180 გრადუსზე. კრემი: გქახსენით ცოტა რძეში სახამებელი და ფქვილი, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი რძე და სხვა ინგრედიენტები. მოხარშეთ კრემი შესქელებამდე და გააცივეთ. ათქვიფეთ კარაქი, ნელ-ნელა შეათქვიფეთ კრემი. ბისკვიტი გაჭერით შუაზე, წაუსვით კრემი, დაადეთ მეორე ფენა და შედგით მაცივარში რამდენიმე საათი.