ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ არაჟანი, ფქვილი, მარილი და სოდა ან გამაფხვიერებელი.ბოლოს დაუმატეთ ხაჭო ან ყველი, ზეთი და მოურიეთ.გაახურეთ ტაფა, გადაიყვანეთ დაბალ ტემპერატურაზე, მოასხით ცოტა ზეთი და დაასხით ცომი; როცა თავი მოუშრება და ქვედა ძირიც შეიბრაწება, გადააბრუნეთ.მიირთვით ჩაისთან ან წვენთან ერთად, ცხლად.ცომი სქლად არ დაასხათ, მაქსიმუმ – 2 სმ, რადგან შიგნიდან გამოშრობა გაუჭირდება ან გარედან დაიწვება.გამოაცხვეთ თავღია ტაფაში, რომ მალე მოუშრეს თავი.თუ ცომი სქელი გამოვა – გაათხელეთ რძით.