ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ, ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში და კიდეები ლამაზად შემოვაჭრათ. სოკო ოთხად გავჭრათ. ბროკოლი ყვავილედებად დავანაწილოთ. ტკბილი წიწაკა (სასურველია სხვადასხვა ფერის) ოთხკუთხედებად დავჭრათ. კვერცხი ავთქვიფოთ, დავასხათ რძე, დავამატოთ გახეხილი ყველი, მარილი და პილპილი. მარილის რაოდენობა იმის მიხედვით განვსაზღვროთ თუ რამდენად მარილიანია ყველი. ცომზე მოვაყაროთ ბროკოლი, წიწაკა, სოკო, მოვასხათ კვერცხიანი მასა და შევდგათ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, როდესაც კიშის კიდეები საცხობი ფორმის კედლებს მოსცილდება და მასა შეიკვრება, გაზქურა გამოვრთოთ და კიში ღუმელშივე შევაგრილოთ.