უგემრიელესი ტორტი მარწყვით და შოკოლადით
უგემრიელესი ტორტი მარწყვით და შოკოლადით
დრო 70წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 250 გ
  • სოდა - 1.5 ჩ.კ
  • შაქარი - 250 გ
  • კაკაო - 55 გ
  • კვერცხი - 2
  • კარაქი - 60 გ
  • ზეთი - 60 მლ
  • ვანილი
  • რძე - 280 გ
  • ძმარი - 1 ს.კ
მომზადების წესები
შეურიეთ ფქვილი, მწიკვი მარილი, შაქარი, სოდა და კაკაო.  დაამატეთ კვერცხი, დარბილებული კარაქი, ზეთი, ვანილი,  რძე და ბოლოს - ძმარი. 
ყველაფერი მიქსერით ათქვიფეთ,. როცა ერთგვაროვანი გახდება, ცომი გადაიტანეთ 20 სმ დიამეტრის ფორმაში. ცხობისას ცომი ორჯერ იმატებს, ამიტომ ფორმაში ნახევრამდე უნდა ესხას.ცხვება 175 გრადუსზე, დაახლოებით 1 საათი. 
მზა ბისკვიტი აუცილებლად დაასვენეთ რამდენიმე საათი ან ერთი ღამე.
შეგიძლიათ წაუსვათ ნებისმიერი კრემი. ამ კონკრეტულ რეცეპტში გამოყენებულია ნაღებისა და შოკოლადის ნაზავი: ცხელ ნაღებში გაადნეთ შოკოლადი, გააცივეტ მაცივარში, შემდეგ წაუსვით ბისკვიტს შუაშიც და ზემოდანაც. გააფორმეთ მარწყვით.
ტეგები:
ტორტი შოკოლადი მარწყვი ნანახია: 10294