შეურიეთ ერთმანეთს 4 კვერცხის გული, 2 ჭიქა საქარი და 500 გ ხაჭო. ათქვიფეთ ხელის ბლენდერით, დაამატეთ სოდა და 15 წუთი დატოვეთ. დაამატეთ 3 ჭიქა ფქვილი. თუ ხაჭო მშრალია, შეიძლება ნაკლებიც დასჭირდეს. შემდეგ დარჩენილი ფქვილი ნელნელა ამატეთ, სანამ რბილ, ფუნთუშების მსგავს ცომს არ მიიღებთ. გაყავით 12 გუნდად და დაასვენეთ 15 წუთი.ამასობაში მოამზადეთ კრემი: გააცხელეთ რძე კარგად. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილები, 1 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი და 4 კოვზი ფქვილი. ეს მასა შეურიეთ ცხელ რძეს. დადგით დაბალ ცეცხლზე და შესქელებამდე ხარშეთ. როგორც კი შესქელდება გადმოიღეთ, ცოტა გააგრილეთ, დაამატეთ ვანილი, კარაქი და არაჟანი. შეინახეთ მაცივარში. თითოეული ცომის გუნდა თხლად გააბრტყელეთ, გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ცხელსვე შეამოუსწორეთ გვერდები.გაცივებულ კრემს დაამატეთ დაჩენილი ხაჭო და კარგად ათქვიფეთ. წაუსვით ფირფიტებს კრემი, ზემოდან კი მოაყარეთ ნაფხვენები და ქოქოსი. მორთეთ მარწყვით.ამ ინგრედიენტებით გამოდის 1 ძალიან მაღალი ან 2 საშუალო ზომის ტორტი. გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 6 საათი