ათქვიფეთ შერბილებული კარაქი, კვერცხის გული, დაუმატეთ არაჟანი, სოდა ძმრით, შეურიეთ 2-3 ჩ.ჭ ფქვილი. დაყავით 4 ნაწილად, დააგუნდავეთ და შედეთ მაცივარში 2 საათით. თითოეულის ცომი გააბრტყელეთ და მიეცით მრგვალი ფორმა, დაყავით 12 ნაწილად, მიღებული სამკუთხედები გაწელეთ, ჩადეთ თითო ჩ.კ გული, დაახვიეთ ფართო მხრიდან ვიწროსკენ. გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე .რომ გაცივდება მოაყარეთ პუდრა. გულსართი : ერთმანეთში აურიეთ გატარებული ნიგოზი, ქიშმიში, შაქრის ფხვნილი და ათქვეფილი 2 კვერცხის ცილა.