უგემრიელესი მარწყვის ტორტი
უგემრიელესი მარწყვის ტორტი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4
  • შაქარი - 4 ს.კ
  • ფქვილი - 120 გ
  • მარწყვი - 600 -700 გ
კრემი:
  • კვერცხის გული - 5
  • შესქელებული რძე - 1 ქილა
  • ვანილი
  • კარაქი - 350 გ
  • შაქარი - 120 გ
მომზადების წესები
კვერცხის ცილებით და შაქრით მოამზადეთ ბეზე. შეურიეთ კვერცხის გულები, შემდეგ კი მიქსერის გარეშე, კოვზით ან ხელის სათქვეფით ფრთხილად  შეურეთ ფქვილი. ბეზე არ უნდა დავარდეს.  გადაიტანეთ 22 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.

მარწყვის უმეტეს ნაწილს დაამატეთ შაქარი და გამოშვებული წვენით დანამეთ შუაზე გაჭრილი ბისკვიტი. წაუსვით კრემი, დაალაგეთ მარწყვი, დაადეთ ზემოდან მეორე ფენა ბისკვიტი, დაფარეთ კრემით და მორთეთ დარჩენილი მარწყვით.

კრემი: კვერცხის გულები, ვანილი  და შესქელებული რძე ათქვიფეთ. დაბალ ცეცხლზე შეასქელეთ, გააგრილეთ და შეათქვიფეთ კარაქი.
ტეგები:
ტორტი მარწყვი შესქელებული რძე ნანახია: 36613