უზბეკური ფლავი
უზბეკური ფლავი
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
უგემრიელესი,უზბეკური ფლავი ტრადიციული რეცეპტით

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ზეთი
  • სტაფილო - 500გრ
  • დაჭრილი ხახვი - 200გრ
  • ბრინჯი - 2 ჩაის ჭიქა
  • საქონლის ან ცხვრის ხორცი - 500გრ
  • სუნელები - გემოვნებით
მომზადების წესები

ცხვრის ან საქონლის ხორცი დავჭრათ კუბიკებად და ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად.ხორცი რომ დარბილდება,დავამატოთ მსხვილად დახეხილი სტაფილო და ვშუშოთ სანამ სტაფილო ფერს შეიცვლის.შემდეგ დავამატოთ მარილი,შავი წიწაკა,ცოტა ყვითელი ყვავილი,უცხო სუნელი და 5ჭიქა წყალი.რომ წამოდუღდება ჩავყაროთ ბრინჯი.სანამ წყალი დაშრება ერთხელ ამოვურით და ზემოდან ჩავარჭოთ 4-5კბილი ნიორი.დაველოდოთ წყლის დაშრობს და ფლავიც მზად არის.

ტეგები:
ბრინჯი ფლავი ნანახია: 45332