ლავაში თინუსით და ბოსტნეულით
ლავაში თინუსით და ბოსტნეულით
დრო 5წთ
ულუფა 5
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ვიტამინებით სავსე, მარტივი და ნოყიერი ლანჩი

ინგრედიენტები

  • დაფქვილი შავი წიწაკა - გემოვნებით
  • დამწნილებული წიწაკა - 2-3ც
  • კიტრი - 1ც
  • მწვანე ხახვი - გემოვნებით
  • სალათის ფოთოლი - 1საშუალო კონა
  • არაჟანი - 150გრ
  • თინუსი საკუთარ წვენში, დაკონსერვებული - 1ც
  • სომხური ლავაში - 1ც
მომზადების წესები
გავშალოთ სომხური ლავაშის ერთი ფენა,თხლად წავუსვათ არაჟანი ან მაიონეზი,თინუსის კონსერვს გადავუწუროთ წვენი და მოვაყაროთ ზემოდან,დავუმატოთ შავი წიწაკა გემოვნებით,დავაფინოთ კარგად გარეცხილი და დაწურული სალათის ფოთლები,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კიტრი,მწვანე ხახვი და წიწაკის მწნილი.ლავაში გადავკეცოთ 8-10სანტიმეტრის სიგანეზე და მიღბული რულეტი დავჭრათ სასურველ ზომაზე.დამერწმუნეთ უგემრიელესია და თან დაბალკალორიული :)