კრემიანი პასკა
+ N/A
კრემიანი პასკა
დრო 180წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
აღდგომის დღეებში შეგვიძლია მოვამზადოთ ეფექტური დესერტი, რომლის ბაზასაც პასკა წარმოადგენს. ეს დესერტი შეიძლება მომზადდეს ძველი პასკისაგანაც

ინგრედიენტები

  • პასკა - 1 ცალი
  • რძე - 2 ჭ
  • სიმინდის სახამებელი - 6 ჩ.კ
  • კვერცხი - 1
  • ვანილის შაქარი - 3 ცალი
  • კარაქი - 50 გ
  • შაქარი - 4 ს.კ
  • დასპირტული ხილი ან ჩირი
მომზადების წესები
თბილ რძეში გავხსნათ სახამებელი, შაქარი, ვანილი და დავდგათ ცეცხლზე. ვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე. როცა შესქელდება, 1-2 წუთი ვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელ კრემს შევათქვიფოთ კვერცხი. ამასობაში პასკას მოვაჭრათ თავი და ამოვაჭრათ გული. კრემი რომ გაცივდება, შევათქვიფოთ კარაქი და დავუმატოთ დასპირტული ხილი. კრემში ავურიოთ ცოტა დაფხვნილი პასკის გული და მოვათავსოთ გულამოღებულ პასკაში. ზემოდან დავადოთ თავი და შევდგათ მაცივარში გასაცივებლად.

რჩევა

გულსართად შეიძლება ნებისმიერი სხვა კრემი გამოვიყენოთ. ხილთან ერთად შეგვიძლია შევურიოთ შოკოლადი, ნიგოზი, ნუში და სხვა ინგრედიენტები.


ტეგები:
კრემი აღდგომა პასკა ნანახია: 12569