სუპერ -მარტივი იოგურტის ტორტი მხოლოდ 4 ძირითადი ინგრედიენტით
სუპერ -მარტივი იოგურტის ტორტი მხოლოდ 4 ძირითადი ინგრედიენტით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 200 გ
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • იოგურტი - 1 ლ
  • მარწყვი - 1 კგ
  • ჟელატინი - 2-3 ს.კ
მომზადების წესები
ფხვიერი ნამცხვარი დაფხვენით, შეურიეთ კარაქი და ჩატკეპნეთ 22 სმ დიამეტრის ფორმის ძირში.  
ჟელატინს დაასხით 50 მლ წყალი და ადროვეთ გაფუება. შემდეგ გაადნეთ.
მარწყვის ნაწილი დაჭერით და შეურიეთ იოგურტს. იოგურტი უნდა იყოს თხევადი, დაბალპროცენტიანი, რომელიც 500 მლ ქილებით იყიდება.  დაამატეთ გამდნარი ჟელატინი და კარგად აურიეთ. ჩაასხით ფორმაში და შედეთ მაცივარში რამდენიმე საათი. გამაგრების შემდეგ ზემოდან გააფორმეთ დაჭრილი მარწყვით და შოკოლადის ბურბუშელით.
ტეგები:
ტორტი მარწყვი ჟელატინი იოგურტი ნანახია: 11436