რულეტი "ბაუნტი"
რულეტი "ბაუნტი"
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქოქოსის ფანტელი - 80 გ
  • კარაქი - 80 გ
  • წყალი - 100 მლ
  • კაკაო - 2 ს.კ
  • შაქარი - 20 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 200 გ
  • შაქრის პუდრი - 60 გ
მომზადების წესები
ფხვიერი ნამცხვარი წვრილად დაფხვენით, შეურიეთ კაკაო. შაქარი გახსენით ცხელ წყალში, დაამატეთ ნამცხვრის ნაფხვენებს და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ მკვრივი მასა.
ცალკე ატქვიფეთ კარაქი, შაქრის პუდრი და ქოქოსი.
ცელოფანზე გაშალეთ დაფხვნილი ნამცხვრის მასა, , დატკეპნეთ, ზემოდან გაანაწილეთ ქოქოსის კრემი და რულეტივით გადაახვიეთ.  შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათი, შემდეგ დაჭერით.
ტეგები:
კაკაო ქოქოქსი ბაუნტი ნანახია: 17389