სოუსი "ბეშამელი"
სოუსი "ბეშამელი"
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ეს სოუსი უამრავ რეცეპტში გამოიყენება, მათ შორის ცნობილ ლაზანიაში

ინგრედიენტები

  • მუსკატის კაკალი (ჯავზი)
  • რძე - 2 ჭიქა (500 მლ)
  • ფქვილი - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • კარაქი - 50 გ
მომზადების წესები
თუ გსურთ სოუსი უფრო სქელი გამოვიდეს, დაამატეთ 1.5 ჭიქა რძე, თუ უფრო თხელი გსურთ - 2.5 ჭიქა. რაც უფრო ცხიმიანია რძე, უფრო სქელი სოუსი გამოდის.

კარაქი გაადნეთ ქვაბში, დაამატეთ ფქვილი და სწრაფად მოურიეთ. შუშეთ რამდენიმე წამი, სანამ მსუბუქ ოქროსფერს არ მიიღებს და შეშრება. შემდეგ დაასხით ცოტა ცხელი რძე და კარგად გახსენით. დაამატეთ დანარჩენი რძეც და გამუდმებული მორევით შეასქელეთ საშუალო ცეცხლზე.
დაამატეთ მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი გემოვნებით.
ტეგები:
რძე სოუსი ბეშამელი ნანახია: 13014