გაარჩიეთ ხახვი და დაჭერით თხლად, ალყა-ალყად. ნიორი, მარილი და ხმელი ქინძი დანაყეთ; ასევე წვრილად დაჭერით მწვანილი. პომიდვრის წვენის რამდენიმე ვარიანტი შეგიძლიათ გამოიყენოთ: 1. დააბლენდერეთ 2 ცალი 400 მლ.ლიტრიან კონსერვის ქილა მთლიან პომიდვრები და დაუმატეთ აჯიკა. 2. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოცხალი პომიდვრის წვენი/პიურე 800 მლ. და დაუმატოთ მხოლოდ აჯიკა, ან ტომატ-პასტაც 1 სადილის კოვზი; პომიდვრის წვენი, ხახვი, დანაყილი სუნელები და მარილი აურიეთ ერთმანეთში. სასურველია სუნელები და მარილი ნელ-ნელა ამატოთ პამიდორს, ასე თქვენს გემოზე დააყენებთ საწებლის სიცხარეს. გადაიტანეთ ქილაში ან სხვა თავდახურულ ჭურჭელში და შედგით მაცივარში; მაცივარში ინახება 3-4 დღე.