პომიდვრის საწებელი ქაბაბისთვის
პომიდვრის საწებელი ქაბაბისთვის
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პომიდვრის წვენი - 800 მლ
  • ხახვი - 1 დიდი თავი
  • ნიორი - 3 კბილი
  • ხმელი ქინძი - 2 ჩ.კ
  • წითელი წიწაკა, დაფქული - 2 ჩ.კ ან ცხარე აჯიკა 1 ჩ.კ
  • ქინძი - 1 კონა
  • მარილი
მომზადების წესები
გაარჩიეთ ხახვი და დაჭერით თხლად, ალყა-ალყად.

ნიორი, მარილი და ხმელი ქინძი დანაყეთ;

ასევე წვრილად დაჭერით მწვანილი.

პომიდვრის წვენის რამდენიმე ვარიანტი შეგიძლიათ გამოიყენოთ:

1. დააბლენდერეთ 2 ცალი 400 მლ.ლიტრიან კონსერვის ქილა მთლიან პომიდვრები და დაუმატეთ აჯიკა.
2. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოცხალი პომიდვრის წვენი/პიურე 800 მლ. და დაუმატოთ მხოლოდ აჯიკა, ან ტომატ-პასტაც 1 სადილის კოვზი;

პომიდვრის წვენი, ხახვი, დანაყილი სუნელები და მარილი აურიეთ ერთმანეთში.

სასურველია სუნელები და მარილი ნელ-ნელა ამატოთ პამიდორს, ასე თქვენს გემოზე დააყენებთ საწებლის სიცხარეს.

გადაიტანეთ ქილაში ან სხვა თავდახურულ ჭურჭელში და შედგით მაცივარში;

მაცივარში ინახება 3-4 დღე.
ტეგები:
საწებელი ქაბაბი პომიდორი ნანახია: 16408