გავთქვიფოთ შაქარი და კარაქი. შევათქვიფოთ თითო -თითო კვერცხი.ფქვილი, კაკაო, მარილი, ვანილი ავურიოთ ერთმანეთში.კეფირში გავხსნათ წითელი საღებავი.კარაქიან მასას დავამატოთ ფქვილის ნაწილი, მერე კეფირის მასა. ისევ ფქვილი და კეფირის მასა, დავასრულოთ ფქვილით.გავხსნათ სოდა ძმრით და დავამატოთ ცომში, ამოვურიოთ საბოლოოდ და ჩავასხათ პერგამენტ ჩაფენილ ყალიბში (26 სმ).გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში, შეიძლება მეტი დრო დაგჭირდეთ. ბისკვიტი გაცივების შემდეგ გავჭრათ ორად და წავუსვათ კრემი. მოვრთოთ სურვილის მიხედვით.კრემისთვის ავთქვიფოთ ნაღები და ნაწილ ნაწილ შევათქვიფოთ ვანილიანი მოხარშული კრემი.თუ მაღალი ტორტი გვსურს, ორი ბისვიტის გამოცხობა დაგვჭირდება.