კვერცხის ცილები და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით. მიღებულ მყარ ბეზეს დაამატეთ კვერცხის გულები და ვანილი.ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი დაამატეთ ბეზეან მასას და ნაზად ამოურიეთ ქვემოდან ზემოთ. გადაიტანეთ ქაღალდდაფენილ ფართო ყალიბში და გამოაცხვეთ 10 წუთი 180 გრადუსზე. თბილსვე მოასხით ყავა და გადაუსვით შესქელებული რძე. გადაახვიეთ რულეტივით და გააცივეთ. მორთეთ სურვილისამებრ.