მსხალი ღვინოში
მსხალი ღვინოში
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ამ ორიგინალური დესერტის მოსამზადებლად დაგვჭირდება მსხალი, ღვინო, ბისკვიტი, კრემი და შოკოლადი. მასალის რაოდენობა თავად უნდა განვსაზღვროთ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მსხლის მომზადება გვსურს.

ინგრედიენტები

  • მიხაკი
  • დარიჩინი
  • ბისკვიტი
  • მსხალი - 6 პატარა
  • შაქარი - 6 ს.კ
  • წითელი ღვინო - 750 მლ (მსხლები უნდა დაიფაროს)
  • შოკოლადი - დაახლოებით 200 გ, ამოსავლებად
  • სიმინდის ზეთი
  • მოხარშული კრემი - 100 გ
მომზადების წესები
ბისკვიტი დავაქუცმაცოთ და ავურიოთ კრემში.

მსალი გავფცქვნათ ისე, რომ ყუნწი დავუტოვოთ. გავითვალისწინოთ, რომ მსხალი არ უნდა იყოს რბილი და ძალიან მწიფე.

ქვემოდან ფრთხილად გამოვაცალოთ კურკები.

ქვაბში ჩავასხათ ღვინო. დავუმატოთ მიხაკი, დარიჩინი, შაქარი და როდესაც ადუღდება, ჩავაწყოთ მთელ-მთელი მსხალი, ასევე მსხლის პატარა ნაჭრები, რაც მსხლის ძირის დასახურად იქნება საჭირო.

მსხალი დაახლოებით 20 წუთი ვადუღოთ. ღვინოში უნდა მოიხარშოს. შემდეგ გადავიტანოთ საწურზე და გავაცივოთ.

კარგად რომ დაიწურება, გულსართად ჩავუდოთ კრემიანი ბისკვიტი, ძირი კი მსხლის პატარა ნაჭრით დავუცვათ. გულსართიანი მსხლები 2 საათით მაცივარში მოვათავსოთ. ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი, ცოტაოდენი ზეთით გავათხელოთ და შიგ ამოვავლოთ მსხალი.
ტეგები:
კრემი მსხალი ღვინო შოკოლადი ნანახია: 27023