მარწყვს დააყარეთ შაქარი და დაასხით 100 მლ წყალი. შედგით მაცივარში სანამ წვენს არ გაუშვებს. გადაუწურეთ ეს წვენი და დაალბეთ მასში ჟელატინი. გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, შეურიეთ მარწყვიც და გადაიტანეთ სილიკონის ფორმაში. შედგით მაცივარში ან საყინულეში 20-30 წუთით. მოამზადეთ კრემი: ბლენდერში ათქვიფეთ ხაჭო, შაქარი, არაჟანი და ვანილი. ეს კრემი ზემოდან გაანაწილეთ მარწყვის ჟელეს და შეაბრუნედ მაცივარში რამდენიმე საათი.სერვირებისას გადმოღეთ თეფშზე - სილიკონის ფორმიდან ადვილად გადმოვა.