ოსო ბუკო
ოსო ბუკო
დრო 180წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ოსო ბუკო ტრადიციული იტალიური კერძია, რომელიც არტალის ნაჭრისგან მზადდება.

ინგრედიენტები

  • არტალა - 2 კგ
  • ღვინო - 400 მლ, წითელი ან თეთრი
  • ფქვილი - ამოსავლებად
  • ხახვი - 2 თავი
  • ზეთი შესაწვავად - ან კარაქი)
  • ნიორი - გემოვნებით
  • მარილი
  • პილპილი
მომზადების წესები
ხახვი დავჭრათ წვრილად და ქვაბში მოვშუშოთ.

თასში ჩავყაროთ ფქვილი და ცოტაოდენი მარილი. არტალის ნაჭრები ამოვავლოთ ამ ნაზავში და ხახვთან ერთად მოვშუშოთ.

შემდეგ დავამატოთ ღვინო და გავაგრძელოთ შუშვა. როდესაც ალკოჰოლი აორთქლდება, დავასხათ წყალი ან ბულიონი, დავახუროთ თავსახური და დავტოვოთ ცეცხლზე სრულ მომზადებამდე.

ოსო ბუკოს ბოლოს დავამატოთ მარილი, პილპილი და ნიორი. მზა კერძი ულუფებად გავანაწილოთ თეფშებზე, გარნირად შეგვიძლია ბრინჯი მოვამზადოთ.
ტეგები:
ხორცი ღვინო არტალა ნანახია: 23108