ხახვის სუპი თურქულად
ხახვის სუპი თურქულად
დრო 15წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
წვნიანების მოყვარულებო,ამის მომზადება ნამდვილად ღირს...

ინგრედიენტები

  • ბოსტნეულის ან ქათმის ნახარში - 250 მლ
  • თეთრი ღვინო - 100 მლ
  • რძე - 250 მლ
  • თეთრი ხახვი - 1 დიდი თავი
  • ფქვილი - 3 ს/კ
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • კარაქი - 2-3 ს/კ
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები

საშუალო ცეცხლზე დავადნოთ კარაქი, დავუმატოთ ნიორი, მარილი, წიწაკა და ვურიოთ დაახლოებით 1 წუთი. შევურიოთ ფქვილი, ისე რომ მორევა არ შევაჩეროთ. ჩავყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ჩავასხათ რძე ნელ-ნელა, თან არ დაგვავიწყდეს, რომ მორევა არ უნდა შევაჩეროთ. ჩავასხათ ღვინო და ბოსტნეულის ან ქათმის ნახარში. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე სანამ ხახვი არ დარბილდება.
ულუფებზე მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში. თუ გიყვართ, ძალიან უხდება სულ ცოტა დარიჩინი.

ტეგები:
წვნიანი რძე ხახვი ნანახია: 4861