ქათმის ფილე ფრანგულად
ქათმის ფილე ფრანგულად
დრო 1წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

დახვეწილი და გემრიელი კერძი,  ნამდვილი გურმანებისთვის

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 6 ცალი
  • მდნარი ყველის ფენები - 6 ცალი
  • ბეკონი - 6 ცალი
  • კარაქი - 20 გრ
  • თეთრი ღვინო - 150 მლ
  • ბოსტნეულის ან ქათმის ნახარში - 150 მლ
  • სუნელების მიქსი (პაპრიკა, პილპილი, ორეგანო, ჩილი)
  • მარილი
მომზადების წესები

1. ქათმის ფილე გავჭრათ შუაზე, ისე რომ ბოლოები შეერთებული დარჩეს. დავაფინოთ ბეკონის და ყველის ფენები, დავახვიოთ და კბილის ჩხირებით დავამაგროთ.შევურიოთ ერთმანეთს ფქვილი, მარილი, პაპრიკა და გამზადებული ფილეები კარგად ამოვსვაროთ.


2. კარაქი დავადნოთ ტაფაზე და შევწვათ ფილეები ყველა მხრიდან. დავსხათ ღვინო და ბულიონი(შეგვიძლია ბულიონის მაგივრად წყალიც),დავახუროთ თავზე და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთი.


3. მზა ქათამს ამოვაცალოთ ჩხირები, ამოვალაგოთ სასურველ ჭურჭელზე და თავზე მოვასხათ ფრანგული სოუსი, რომელიც ასე მზადდება: მაღალცხიმიანი ნაღები და წმინდად გაცრილი სიმინდის ფქვილი შევურიოთ ერთმანეთს და ვურიოთ ტაფაზე სანამ არ გასქელდება.

ტეგები:
ქათამი ფილე ნანახია: 13432