გარეცხილი, დაჭრილი სოკოები მოვხრაკოთ ზეთში, ქვაბში. ოქროსფერს რომ მიიღებს, გადმოვიღოთ ცალკე ჭურჭელში. ქვაბში კი დავამატოთ 2ს/კ კარაქი, დავადნოთ და დავამატოთ 2ს/კ ფქვილი, ვურიოთ მანამ სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. დავუმატოთ 150 მლ ბოსტნეულის (ან ნებისმიერი) ნახარში და 250 მლ რძე და ვურიოთ ცეცხლზე სანამ არ გასქელდება. ჩავყაროთ შემწვარი სოკო, მარილი, წიწაკა და ვადუღოთ კიდევ რამოდენიმე წუთი.