საფუარი და შაქარი გავხსნათ თბილ წყალში და დაველოდოთ გაფუებას. თბილ რძეში გავხსნათ შაქარი, დავამატოთ გამდნარი მარგარინი, კვერცხი, ლიმონის ცედრა, ვანილი, მარილი, წინასწარ გამზადებული საფუარი და კარგად ავურიოთ. მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა ვზილოთ 10 წუთი და გავანაწილოთ ცხიმწასმულ ფორმაში ან გავაკეთოთ სასურველი ზომის ბურთები, დავაწყოთ საცხობ ფორმაზე და დაველოდოთ სანამ ორჯერ არ გაიზრდება ზომაში.ეს ცომი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 24 საათი და გამოაცხოთ მოგვიანებით, თუ გსურთ თბილად მიირთვათ.