იჩი რაკუ რამენი- მკითხველის გემრიელი რეცეპტი
იჩი რაკუ რამენი- მკითხველის გემრიელი რეცეპტი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი
  • ქამა სოკო - 500 გ
  • ზეითუნის ზეთი
  • სოიოს სოუსი - 1/2ჭიქა
  • წყალი - 2-3 ჭიქა
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • არაყი - 1/4 ჭიქა
  • ღორის ხორცი - 800 გ
  • ბულიონი
მომზადების წესები
1. ბულიონი

დაგჭირდებათ ქათმის ძვლები, პილპილის მარცვლები, მარილი, ხარჩოს სუნელი გემოვნებით.
ქათმის ძვლები კარგად გარეცხეთ, ჩაალაგეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე რომ ძვლები მთლიანად დაიფაროს, დაადგით მაღალ ცეცხლზე რომ მალე ადუღდეს. ადუღების შემდეგ წყალი გადაასხით. დაასხით ახალი, დააყარეთ მარილი, პილპილი და სუნელი. ხარშეთ 30 წუთი საშუალო ცეცხლზე.

2. ხორცი

ღრმა ტაფაში ან დაბალ მეტალის ქვაბში ჩაასხით ზეთი, დაადგით მაღალ ცეცხლზე და ხორცი ყველა მხრიდან კარგად შეწვით(დაბრაწეთ) 5-5 წუთის განმავლობაში, თან ყველა მხარეს მოაყარეთ მარილი.შემდეგ ჩაასხით წყალი ისე რომ ხორცი დაიფაროს, ჩაასხით არაყი, სიოის სოუსი და ჩაყარეთ 4 ღერი მწვანე ხახვი. ხარშეთ 1 საათი და 40 წუთი საშუალო ცეცხლზე. თავიდან ყოველ 15 წუთში ატრიალეთ ხორცი (15 წუთი თითო მხარე) ხოლო შემდეგ 10 წუთში ერთხელ.

სოკო დაჭერით და  შეწვით ზეთში საშუალო ცეცხლზე.

ერთი კონა მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად.

ნუდლსი (წვრილი სპაგეტისმაგვარი) მარილიან წყალში ხარშეთ 5 წუთი
რამენის ყველა კომპონენტი მზად არის და ეხლა შეგიძლიათ ააწყოთ  სურათის მიხედვით.

ქეთი მგელაძე
ტეგები:
ღორის ხორცი სოიოს სოუსი სოკო ნანახია: 12892