ბადრიჯანი ბერძნულად -კერძი, რომელსაც ხშირად მოამზადებთ!
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 2 ცალი
  • პამიდორი - 3 ცალი
  • ნიორი - 2 კბილი
  • წითელი ხახვი - 1
  • 1/2 ლიმონის წვენი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • ოხრახუში
მომზადების წესები
ბადრიჯანი გაჭერით შუაზე, წაუსვით მარილი, პილპილი, ზეთი. მთლიან პომიდვრებს ასევე წაუსვით ზეთი და შედგიოთ გახურებულ ღუმელში დარბილებამდე. გააციეთ და მოაშორეთ კანი - დაგჭირდებათ მხოლოდ რბილობი.
წვრილად დაკეპეთ ხახვი, ნიორი, შემწვარი ბოსტნეული, ოხრახუში. შეურიეთ ერთმანეთს. მოასხით ზეთი, ლიმონის წვენი გემოვნებით, მარილი და პილპილი.

კერძს ძალიან უხდება და გემოს ამდიდრებს ზეთისხილი და ყველი ფეტა, მაგრამ თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ არ დაამატოთ.
ტეგები:
ბოსტნეული ბადრიჯანი პამიდორი ნანახია: 62014