მოვზილოთ ცომი, გავახვიოთ ცელოფანში და 30 წუთი შევდოთ მაცივარში. შემდეგ ცომი გავყოთ ორად და თხლად გავაბრტყელოთ, გადავუსვათ გამდნარი მარგარინი ან ზეთი. ცომის 1/3 ნაწილზე მოვაყაროთ გულსართი და რულეტივით გადავახვიოთ. შტრუდელი მოვათავსოთ თუნუქის ცხიმწასმულ საცხობ ფურცელზე, გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი ან მარგარინი.შევდგათ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი. მზა შტრუდელს მოვაყაროთ შაქრის პუდრა და თანაბარი ზომის ნაჭრებად დავჭრათ.